1 USD =3.288 GEL 1 EUR =3.842 GEL 1 AZN =1.935 GEL 1 TRY =0.422 GEL 1 RUB =4.171 GEL
09 
სეპ
2020
11:05
19

საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1773 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კი 4-ით გაიზარდა და 1325 გახდა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 390.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ჩვენთან დაგიკავშირდებით



ჟურნალისტი

InterPress

სხვა "საზოგადოება" ამბები