1 USD =3.288 GEL 1 EUR =3.842 GEL 1 AZN =1.935 GEL 1 TRY =0.422 GEL 1 RUB =4.171 GEL
09 
სეპ
2020
11:42
33

I-IV კლასის მოსწავლეებისთვის გაკვეთილების საკლასო ოთახებში ჩატარება სავალდებულოა, V-დან XII კლასების მოსწავლეებისთვის კი კვირაში რამდენიმე დღე ონლაინ-გაკვეთილების ჩატარებაც ნებადართულია

განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლის მიხედვით, სავალდებულოა, რომ I-IV კლასის მოსწავლეებს გაკვეთილები საკლასო ოთახებში ჩაუტარდეთ, V-დან XII კლასების მოსწავლეებისთვის კი კვირაში რამდენიმე დღე ონლაინ-გაკვეთილების ჩატარებაც არის ნებადართული.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით, სკოლა თავად ირჩევს სწავლების მოდელს.

კერძოდ, სკოლებს მოსწავლეების უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით შეუძლიათ დანერგონ შერეული ე.წ. ჰიბრიდული მოდელი, რაც გულისხმობს სწავლას როგორც საკლასო ოთახებში, ასევე დისტანციურად, თუმცა, ეს არ შეეხება I-IV კლასის მოსწავლეების სწავლებას, რადგან მათთვის სავალდებულოა, მხოლოდ საკლასო ოთახებში გაკვეთილების ჩატარება.

ამასთან, სკოლის ადმინისტრაციამ შერეული მოდელის დანერგვისას უნდა გაითვალისწინოს, რომ V-VI კლასებში დისტანციური სწავლება შესაძლებელი იქნება კვირაში მაქსიმუმ 1 დღე, VII – XI კლასებში მაქსიმუმ 2 დღე, ხოლო XII კლასში - მაქსიმუმ 3 დღე.

შერეული სწავლების მოდელი შეთანხმებული უნდა იყოს სამინისტროსთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრთან.

ჩვენთან დაგიკავშირდებით



ჟურნალისტი

InterPress

სხვა "საზოგადოება" ამბები