1 USD =3.333 GEL 1 EUR =3.881 GEL 1 AZN =1.962 GEL 1 TRY =0.438 GEL 1 RUB =4.288 GEL
11 
სეპ
2020
12:48
13

14 სექტემბრამდე საქართველოს უმეტეს რაიონში ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

11-14 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცხელი და უნალექო ამინდი. 11-12 სექტემბერს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და მთაში +30, +35 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 13 სექტემბერს ცალკეულ რაიონში შესაძლოა +38 გრადუსამდე მოიმატოს. 14 სექტემბერს კი +28, +33 გრადუსამდე დაიკლებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში და მთაში ჰაერის ტემპერატურა +29, +34 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი და მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი და სეტყვა აღინიშნოს.

თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსი იქნება.

ჩვენთან დაგიკავშირდებით



ჟურნალისტი

InterPress

სხვა "საზოგადოება" ამბები