მარნეულის ახალგაზრდებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართეს
მარნეულში მაწანწალა ძაღლების რაოდენობა დღითიდღე იზრდება. არსებული პრობლემა უფრო მეტ საფრთხეს უქმნის ადამიანის უსაფრთხოებას და ამ შემთხვევაში ძაღლის ნაკბენის ფაქტი გარდაუვალია. მარნეულის მუნიციპალიტეტში ძაღლის ნაკბენის 147 შემთხვევა, ხოლო 2020 წელს - 1027 შემთხვევა დაფიქსირდა.
InterPress.ge-ს ინფორმაციით,დღეს, იბრაჰიმ ახალგაზრდულმა კავშირმა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად მარნეულის მუნიციპალიტეტის კანცელარიაში განაცხადი შეიტანა.
“მარნეულში მაწანწალა წაღლები ძალიან ბევრია. ეს პრობლემა ადამიანების ჯანმრთლობისთვის საფრთხეს ქმნის. ეს ძაღლები თითქმის ყველგანაა. ამ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით ჩვენ, როგორც იბრაჰიმ ახალგაზრდული კავშირი გადავწყვიტეთ, რომ მოქალაქეების ხელმოწერით მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას მივმართოთ“- მალიკ აგაევი
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მარნეულის მერიამ აღნიშნული პრობლემი მოგვარების მიზნით ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებული კომპანია რუსთავში ძაღლების თავშესაფარს ააშენებს. ამ პროექტის განსახორციელებლად მარნეულის მერიამ 2021 წლის ბიუჯეტიდან 50,000 ლარი გამოყო.